ჩვენი ამბავი
„მედეას ბაღის“ გაშენება კოლხი მედეას შესახებ მითით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ. იდეა ქალაქიდან შორს ზამთრის ერთ მშვენიერ დილას დაიბადა.
სურვილი გაგვიჩნდა, თავის მოვლის საუკეთესო გამოცდილებით მხოლოდ ჩვენ არ გვესარგებლა და ყველასთვის გაგვეზიარებინა.
გადავწყვიტეთ, თქვენთვის ჩამოგვეტანა ბუნებრივი ინგრედიენტებით, ტოქსიკური ნივთიერებენისგან დაცლილი, ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში დამზადებული სერტიფიცირებული სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებები.
მედეას ბაღის “მოსავალი” რომ მიგვეღო, ჩვენი სურვილები დავთესეთ, შემოვიკრიბეთ სანდო ადამიანები და ის კომპანიები, რომლებიც სწორედ იმ პროდუქციას მოგვაწვდიდნენ, რომელმაც დროს გაუძლო.
„მედეას ბაღის“ „მოსავალი“ 2024 წლის ზაფხულში დასაწყისში შევაგროვეთ და თქვენამდე მოვიტანეთ.
უახლოეს მომავალში “მედეა ბაღის” სახის, სხეულის და თმის მოვლის საშუალებების შეძენა მაღაზიაშიც შეგეძლებათ, იქამდე კი მოგვწერეთ და შერჩეულ პროდუქტს მეორე დღესვე მოგაწვდით.

ჩვენი სტანდარტები
გარწმუნებთ, საიმედო ადგილას მოხვდით.
ჩვენთვის მთავარი პროდუქციის ხარისხი და რეპუტაციაა. თუ აღმოვაჩენთ, რომ რომელიმე მათგანი საეჭვო ინგრედიენტს შეიცავს, „მედეას ბაღში“ არ გავაჩერებთ.
ჩვენი პრინციპია – შემოგთავაზოთ მხოლოდ ის, რაც ჩვენ გამოვცადეთ.
ჩვენ ვენდობით პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, რადიაციასა და სხვა საეჭვო ნივთიერებებს.
Gift bags & Sets